02
უბნის დაგეგმარებისას, წავკისი პარკის გუნდის, მთავარი სურვილი იყო შეგვექმნა არსობრივად ჯანსაღი პროექტი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენდა მობინადრეთა ცხოვრების ხარისხზე. შესაბამისად, განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას, ჩვენი უპირველესი მიზანი რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება, ბუნებასთან ინტეგრირება და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემოს შექმნა იყო.
აუცილებელი იყო პრივატულობის შენარჩუნებაც და სოციალიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გათვალისწინებაც. ამიტომ, შევქმენით პრემიუმ კლასის თანამედროვე კომპლექსი, სადაც ინდივიდუალური საცხოვრებლები, იდეალური ბალანსით, ერწყმის მწვანე სივრცეებსა და ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურას.